ყაველაშვილი 9 მაისს რუსეთში აღლუმს არ დაესწრება – ამბობენ პრესსამსახურში

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული 9 მაისს რუსეთში აღლუმს არ დაესწრება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„არ შეესაბამება სიმართლეს“, – ამბობენ პრესსამსახურში და დასძენენ, რომ მოწვევაც არ მისვლიათ.
ყოველ წელს, 9 მაისს, „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებას აღნიშნავს. კითხვა იმაზე, არის თუ არა წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, ს, გამოცემა SOVA-მა დაუსვა. მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილის ყოფნა ზახაროვამ არც უარყო და არც დაადასტურა.
ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა მიწვევა მიიღო და ის ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა:
„ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად, ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს და რომ ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში ვუყურებდით ღალატის კომისიაში, სწორედ წითელ მოედანზე ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“.