ყაველაშვილი: ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს” და „ამოსკოვებს”, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას

უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის” ლიდერი „იმედინიუსთან” გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მართალია ის არაა პროკურორი, მაგრამ არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში.
„ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს” და „ამოსკოვებს”, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში. რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის” ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის ნაცზე უარესი ნაცი, ანუ „ნაცის ნაცი” და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)