ყაველაშვილი: შევხვდით ვენსს და რუბიოს, განსაკუთრებული აქცენტი საერთო ღირებულებებზე გაკეთდა

ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და -ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებებზე.
“საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა”, – წერს ის Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა