ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

“დიალოგის დროს, შესაძლებლობა გვქონდა, აგვეხსნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე როგორი ზეწოლა იყო, რომ ის ამ პროცესებში ჩართულიყო, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნა – ომში ჩართვას პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რასაც ჩვენი ხელისუფლება და ხალხი პრინციპულად დაუდგა და ეს ყველაფერი შედეგში აისახა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. მე მგონი, ევროპელმა ხალხმა, სლოვაკმა ხალხმა, ყველამ, შედეგით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
კიდევ უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და აბსოლუტურად სხვა შედეგი იქნებოდა. მაგრამ, ვხედავთ, ამ ომის შედეგები როგორი საზარელია, ეს პროცესი გრძელდება და ადრე თუ გვიან, ის უნდა შეჩერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით, რადგან ვხედავთ, რომ ამას შედეგი მოაქვს. ჯერჯერობით ცოტა ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ პრინციპებს დაიცავენ”, – თქვა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით