“ტრამპმა იცი ვის დაურეკა? დაურეკა სი ძინპინს და პუტინს” – ასე პასუხობს მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, დაურეკა თუ არა მას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
სექტემბერში ყაველაშვილმა თქვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უთხრა: “დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს”. ყაველაშვილის მტკიცებით, ტრამპი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდებოდა.




