ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

თბილისში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
“ჩემს კოლეგას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ვუმასპინძლე. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე, ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარვუდგინეთ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩემს კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს გავმართავ, შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ”, – წერია ს ფეისბუკ გვერდზე.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მცხოვრები 95 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში 34 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 1.5%-ია – შიშზე საუბარი სპეკულაციაა

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსებისა და შშმ პირთა ერთჯერადი დახმარების გაზრდაა გათვალისწინებული