ყაველაშვილი: საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?!

“სა­ქი­ლი­კოა?! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შედ­გეს ვინ­მეს მკვლე­ლო­ბა და უნდა მოხ­დეს მსგავ­სი აქტი, რომ მერე ვიშ­ვი­ში და­ი­წყოთ?! სა­მარ­ცხვი­ნოა ეს საქ­ცი­ე­ლი“, – ამის შე­სა­ხებ “ხალ­ხის ძა­ლის” დე­პუ­ტატ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სუს-ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა იგეგ­მე­ბო­და, ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა პა­რა­ლე­ლი ტრამ­პი­სა და ფი­ცოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­თან გა­ავ­ლო და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ.

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეა, ერთი გუნ­დი ვართ, მოვ­დი­ვართ წლე­ბია და ამ ადა­მი­ანს ვი­ცავთ ყვე­ლა­ნა­ი­რად ამ “ფე­ი­კე­ბი­დან“, თავ­დას­ხმე­ბი­დან, ხომ ხე­დავთ ახლა ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე და მკვლე­ლო­ბა­ზე არის სა­უ­ბა­რი. ამა­ზე არ გაქვთ კი­თხვა და ხვა­ლინ­დე­ლი დღე რო­გო­რი იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა თუ არა, ამა­ზე გაქვთ სა­უ­ბა­რი. ამ აქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა­თა შო­რის, გაგ­ცემთ პა­სუხს. მი­დის ქი­ლი­კი თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან და ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის მხრი­დან. მით უმე­ტეს, იმ ფონ­ზე, როცა ფიცო სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი ჩა­ი­დი­ნეს და ეს ადა­მი­ა­ნი ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა. ანა­ლო­გი­უ­რი შე­ტე­ვა მოხ­და ტრამპზე და იქაც და­ვი­ნა­ხეთ, ღმერ­თის ხელი ერია, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი. ამ ორ მოვ­ლე­ნას შო­რის იყო, ევ­რო­კო­მი­სარ­მა გა­აფრ­თხი­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც პირ­და­პირ მი­უ­თი­თა, რომ თუ რა­ღა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბა ისე, შე­იძ­ლე­ბა თქვენც ის ბედი გა­ი­ზი­ა­როთ, რაც ფი­ცომ. და ამა­ზე ქი­ლი­კობთ. ქი­ლი­კობს ოპო­ზი­ცია, ქი­ლი­კო­ბენ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი და სა­მარ­ცხვი­ნოა ეს საქ­ცი­ე­ლი. სა­ქი­ლი­კოა?! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შედ­გეს ვინ­მე მკვლე­ლო­ბა და უნდა მოხ­დეს მსგავ­სი აქტი, რომ მერე ვიშ­ვი­ში და­ი­წყოთ, რომ “ვა­ი­მე ეს რა მოხ­და?”,” – გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მიზ­ნად, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბას ისა­ხავს. სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18-323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.