ყაველაშვილი ოპოზიციის პატიმარ ლიდერებს შეწყალებას კიდევ ერთხელ სთავაზობს

მიხეილ ყაველაშვილმა ,,რუსთავი 2”-ის ეთერში ოპოზიციის პატიმარ ლიდერებს შეწყალების უფლების გამოყენება კიდევ ერთხელ შესთავაზა:
“იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა, – მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში”

ასევე დაგაინტერესებთ

 „ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით” (ვიდეო)