ყაველაშვილი “იმედისა” და PosTV-ის დასანქცირებაზე: ღიმილისმომგვრელია

ღიმილისმომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს , – ასე გამოეხმაურა  ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა” და „POSTV”-ის დასანქცირებას გადაცემაში „აქტუალური თემა”

ყაველაშვილის მტკიცებით, ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება.

ის რომ აზიანებდა „იმედი” და „პოსტვ” უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქმნებოდა ქაოსი, არ ვიცი ეს რას შევადარო, თუმცა ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ მეორე, ჩვენ ხომ ვიცით რატომ აკეთებენ ამას, ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის თუ რატომ ხდება „იმედისა” და „POSTV”-ის დასანქცირება, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, მაგრამ აუცილებელია ამაზე პასუხის გაცემა.