ყაველაშვილი თურქეთში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად გაფრინდა

ყაველაშვილი თურქეთში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად გაფრინდა.

ამის შესახებ ათონელის სასახლის ადმინისტრაცია იუწყება.

მათივე თქმით, ყველაშვილს აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.