ყაველაშვილი ერევანში ფაშინიანთან დაპირისპირებულ პატრიარქს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი სომხეთში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ესტუმრა ფაშინიანთან და მის მთავრობასთან დაპირისპირებულ პატრიარქს, გარეგინ II-ს.
„სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე მის უწმინდესობა სომეხთა კათალიკოსთან, გარეგინ მეორესთან“, – წერს ყაველაშვილი ფეისბუკზე.
მისი თქმით, გარეგინ II-სთან ისაუბრა „ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირებისა და მეგობრობის შესახებ“.
„განვიხილეთ მსოფლიოს ორ უძველეს ერს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით“, – წერია 29 აპრილს გავრცელებულ მოკლე ცნობაში.
ამავე წყაროს თანახმად, ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების საქმეში“.
ეს ყაველაშვილის მეორე ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ.
· პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც მან ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „არაერთხელ გავხდით გარე ძალების ჩარევის ობიექტები“;
· მეორე ვიზიტი ასევე მეზობელ ქვეყანაში, სომხეთის რესპუბლიკაში იმართება.
ყაველაშვილის ფეისბუკის თანახმად, ფაშინიანთან და ხაჩატურიანთან შეხვედრებზეც მსგავს საკითხებზე ილაპარაკა. მან სომხეთის ლიდერებს ასევე დაუდასტურა „საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.
გარეგინ მეორე, – ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში – ს მთავრობასთან დაპირისპირებულია.
უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა.
· გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას;
· ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
· გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას და ა.შ.
· ფაშინიანი გარეგინ მეორისა და „უცხო ქვეყნის“ კვალს ხედავს 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციებში, რომელსაც სათავეში ედგა არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.
· პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა, ეზრას ნერსისიანი მსახურობს რუსეთში.
ერევანში ს დელეგაციაში არიან:
· პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
· საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
· პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ;
· დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
· ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
ფორუმი