ყაველაშვილი: გუშინ, პრინციპში, დიპლომატიურად გასცა რუბიომ პასუხი, კმაყოფილი ვარ

ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული ამბობს, რომ “კმაყოფილია” ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვაზე მარკო რუბიოს მხრიდან გაცემული პასუხით.
“გუშინ, პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, იმიტომ რომ ეს ჩანს, თავისთავად…”, – ამბობს ის.
ის ქართული ოცნების სხვა წევრების მსგავსად ამბობს, რომ “აუცილებელია -სთან ურთიერთობების გადატვირთვა” და ირწმუნება, რომ ამისთვის ქართული ოცნება მზადაა.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ თანმიმდევრულები ვართ და ჩემი თვალთახედვით ჩანს, რომ დინამიკურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ეს წერილიც აქედან გამოწვეული იყო. ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო არსებულ ახალ ადმინისტრაციას, ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდეც შეიძლება რეაქცია, მაგრამ მთავარი არის ჩვენი დამოკიდებულება, მზადყოფნა.
ჩვენ მზად ვართ, მაშინაც ვიძახდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია გადატვირთვა და აუცილებელია, თუნდაც, გუშინ გამოჩნდა [ჯო უილსონის კითხვით], რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და ასეთი სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან დაკავშირებით. […]”, – ამბობს ის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
მარკო რუბიო სიტყვით გამოდიოდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მას შეკითხვა დაუსვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა — რესპუბლიკელმა კანონმდებელმა და მეგობარი აქტის თანაავტორმა.
მარკო რუბიოს პასუხი სრულად