ყაველაშვილი გეგმავს, ერევანში შეხვდეს ფაშინიანთან დაპირისპირებულ პატრიარქ გარეგინ II-ს

ერევანში პირველი ვიზიტის ფარგლებში, – როდესაც პირველ კონტაქტებს ამყარებს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, – იგი ასევე ხვდება ფაშინიანთან და მის მთავრობასთან დაპირისპირებულ პატრიარქს, გარეგინ II-ს.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 28 აპრილს მეორე ოფიციალური ვიზიტი დაიწყო საზღვარგარეთ.
· პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც მან ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „არაერთხელ გავხდით გარე ძალების ჩარევის ობიექტები“;
· მეორე ვიზიტი ასევე მეზობელ ქვეყანაში, სომხეთის რესპუბლიკაში იმართება.
ერევანში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში ყაველაშვილის დელეგაციას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო