რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დროებით დაკარგულად მივიჩნევთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ. ჩვენ მათ ჩვენს ძმებად და დებად მივიჩნევთ. როგორც გაეროს ასამბლეაზეც აღვნიშნე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ სახელმწიფოში. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და ვიზრუნებთ ერთმანეთზე ისე, როგორც ადრე
მთელი მსოფლიოა მოტივირებული, რომ შეაჩეროს რუსეთი. როგორ ფიქრობთ, როგორ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, თუ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იქნება აგრესიული? არსებობს თუ არა სხვა გზა ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად? ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, ნატომ უარი თქვა ამაზე. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატულ, დაბალანსებულ და რეალისტურ მოდელებს. იყო დრო, როდესაც ჩვენ მხარდაჭერის გარეშე დავრჩით და ჩვენი პოლიტიკა ამ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება



