ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ტრამპმა მას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ივანიშვილის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ადმინისტრაცია მხოლოდ ქართულ თარგმანს ავრცელებს.
“ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს,” – ნათქვამია წერილში ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით.