ყაველაშვილის ადმინისტრაცია 150 380 ლარად 4 ფოტოაპარატის და 10 ობიექტივის ყიდვას გეგმავს

მთავარი არხის ცნობით, ყაველაშვილის ადმინისტრაცია 4 ფოტოაპარატის და 10 ობიექტივის ყიდვას გეგმავს 150 380 ლარად. შესაბამისი ტენდერი 28 მაისს გამოცხადდა. წინადადებები 8-11 ივნისს მიიღება.

შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), ქარხნული შეფუთვით, ხარისხობრივად უნაკლო, საწარმოო დეფექტის გარეშე, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით და უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს.

3 ფოტოაპარატი უნდა იყოს  RF სტანდარტი, სენსორი 50.3 Megapixel, ეფექტური 45 Megapixel (8192 x 5464), 36 x 24 mm ე.წ. “Full-Frame”, სტაბილიზაცია 5 ღერძიანი. 1 აპარატი კი  RF სტანდარტი, სენსორი 26.7 Megapixel, ეფექტური 24.1 Megapixel, 36 x 24 mm ე.წ. “”Full-Frame””, სტაბილიზაცია 5 ღერძიანი.

რაც შეეხება ობიექტივებს, 3 ცალი უნდა იყოს 70-200მმ, 4 ცალი 24-105მმ და 35მმ 50მმ და 100-500მმ-იანი ობიექტივები თითო-თითო. ფოტოაპარატებისა და ობიექტივების გარდა, შესაძენი პროდუქციის სიაში შედის, ფლეშ განათება, აკუმლატორი, სტაბილიზატორი, მიკროფონი, მეხსიერების ბარათი, ბარათის წამკითხველი, კამერის სამაგრი წელის ქამარი, კამერის ზურგჩანთა.