ყაველაშვილის ადმინისტრაცია ყვავილებში 64 300 ლარის დახარჯვას აპირებს

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ყვავილების თაიგულების, გვირგვინების, კომპოზიციების შესყიდვას გეგმავს და ამაში 1 წლის განმავლობაში 64 300 ლარის დახარჯვას აპირებს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, განსაზღვრულ პერიოდში მიმწოდებელმა შემსყიდველს 410 თაიგული და 50 ყვავილი ტიტა უნდა მიაწოდოს. წინადადებების მიღების პერიოდი 3-5 მარტია.
თაიგულები სხვადასხვა სახისაა, მისართმევი თაიგულები , სარიტუალო გვირგვინები, სადღესასწაულო გვირგვინები, ყვავილების კომპოზიცია კოქტეილის მაგიდისთვის, ყვავილების კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ და ა.შ.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დათო სიმონია: ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე… 2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს