“ყაველას გაყვანილიდან, ერთი უკვე დაიჭირეს… 10 დღე არ გასულა რაც გარეთ იყო” – რას წერს უჩა აბაშიძე ციხიდან

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც საპატიმროშია, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:
613 კაციდან, ვინც ყაველამ შეიწყალა, მე ვიცნობ 3-ს. სამივე, ჯერ კიდევ არჩევნებამდე – ამნისტიით ელოდა გამოსვლას (და ხმაურობდა ამაზე) – სამივე, ღიად ტრაბახობდა რო მისი მეგობრები და ნათესავები – არჩევნებზე “ჩალიჩობდნენ“ ქოცმოს სასარგებლოდ.
სამივე ჩხუბობდა – და კაჩაობდა – მე ჩათვალე გასული ვარო! (შუა გზაში გაიგეს რო ამნისტიის მერე – კიდე სასამართლოა საჭირო და დაზარალებულის თანხმობა. თან ბევრს უბრალოდ “სროკი დააკლდა“ მარა ვერ გავიდა). ხოდა, ამ 3-დან, ვინც ამნისტიამ ვერ გაიყვანა და ამიტომ ყაველამ – ხელით გაქაჩა, სახელობითად, ვისაც შეპირებული იყვნენ, აგერ 30 იანვარს – ერთი უკვე ისევ დაიჭირეს. ჯერ არ ვიცი – რაზე. პროსტა ხმა მოვიდა – გაიგე რო დაუჭერიათ გუშინო? ღმერთმა არ ქნას, რამე ძალადობრივზე. 10 დღე არ გასულა რაც გარეთ იყო. აი ვინ უნდა აგოს პასუხი, ამათ რო გავყრით – ყაველამ. შეწყალება სათამაშო არ არის, დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი, რასაც 613 ჩაიდენს – პირადად მის ხელებზეა, და ვერ იტყვის – მე პროსტა ხელს ვაწერდიო.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატი – როგორ შეიძლება, ქვეყნის მმართველმა გააკეთოს განცხადება, კონკრეტული ბრალდების საქმეზე მზად ვარ, დავჯდე მოლაპარაკებებზეო – ეს არის ღია დეკლარირება, რომ საკითხები წყდება მასთან