ჩემთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბსოლუტური სიმართლისა და ჭეშმარიტების მატარებელი არის მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარი. ვერცერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება პრეიუდიცია და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად შემოსაღებული – მაშინ, როცა ხელსაწყოები გვაქვს და წავიკითხავთ, რა წერია სხვა კანონებსა და ქართულ კანონში.
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში, საქართველოზე გამართულ მოსმენას. ჰელსინკის კომისიაში რუსული სტილის აგენტების კანონის გავრცელება განიხილეს. პანელისტებმა საქართველოს, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ყირგიზეთის შემთხვევებზე ისაუბრეს.
