რაც შეეხება მაკრონის საკითხს, ბატონ მაკრონთან მიმართებაში მე პირადად… 7 ივლისამდე [საფრანგეთის არჩევნებამდე] მოდი მივცეთ საშუალება, რომ დავასვენოთ ეს ხალხი იმიტომ, რომ მათ თავისი პრობლემები აქვთ. ხმების კუთხით თუ გადავხედავთ, საფრანგეთის რუკას თუ შევხედავთ, იქ კატასტროფული მდგომარეობაა. პარიზში, პრაქტიკულად, ოდნავაა ნიშანი იმისა, რომ მაკრონის ხაზი იყოს მბჟუტავი. დანარჩენ ყველა ქალაქში თუ კომუნაში არის კატასტროფული მდგომარეობა. მისი პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი, რადგან [ამომრჩევლებმა] პირდაპირ უთხრეს უარი.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა დაღუდაშურმა პალიტრანიუსის ეთერში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.