თბილისში, “ღუდუშაურის კლინიკაში” კრწანისში, სწავლებისას დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცები შეიყვანეს. ჰოსპიტალში სამხედროები პირდაპირ პოლიგონიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს.
“პირველებს” თავდაცვის სამინისტროში უდასტურებენ, რომ დაშვებულია ორი სამხედრო. მათ დაზიანებები კრწანისში -NATO-ს სამხედრო სწავლების ფარგლებში მიიღეს, რა დროსაც ავტომობილი გადაბრუნდა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ ამ წუთებში დამატებითი კვლევები უტარდებათ.