ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.”- ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი ავრცელებენ.
“ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.
გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას.”- ნათქვამია წერილში.
Previous: ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებზე მეოცნებე ქართული ოპოზიცია იმ უგუნურ პატარა ბიჭუნას მაგონებს, უფალს რომ სთხოვა: “ღმერთო, მინდა რომ ყოველდღე – დაბადების დღე მქონდეს”
