ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ახალი წლის დღეებში, სხვადასხვა სოცქსელებში, ქართული ბომონდის გამოფენილმა ცეკვა-თამაშმა, აუარება ხორაგმა მაგიდაზე, მედიდურობამ და ასხმულ-აკაზმულობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ეს არ არის არანაირი ქართული ბომონდი – ქართული არისტოკრატია, ქართული ინტელიგენციაც კი. ეს ადამიანები გახრწნილი საბჭოთა პერიოდის, უგახრწნილესი მლიქვნელი-ფუნქციონერების მენტალური შთამომავლები არიან.
გუშინ, დედა ენის ბაღში, დედა ეხვეწებოდა, ასე სამი-ოთხი წლის ბავშვს: “-დედიკო გამიგე, მართლა არ მაქვს ფული, ხვალ პურს ვერ ვიყიდით. ერთ კარუსელზე ხომ იჯექი და მეტი აღარ შემიძლია”.
ღორი ვიყო თუ ვტყუოდე და დედის სულს ვფიცავ – ეგრე იყო.
ამათ ესმით რამე ცხოვრებაში, ესენი ხედავენ რეალობას და ამათი იმედი უნდა ჰქონდეს, სახელმწიფოს თავი დავანებოთ – ქვეყანას ან სამშობლოს?
იმდენი სიხარული ჩემს შვილებს, რამდენმა დედამ იტირა და მამამ გული გაიხეთქა ამ ახალ წელს, შვილებისთვის მორიდებული თავლების გამო.
ჰო და, თქვენი პაკაზუხა დედა ვატირე და გადავსებული სუფრა. რამდენიც, გაფუჭებულ და ამჟავებულ საჭმელს გადაყრით ამ დღეებში, იმდენს – იცით ხომ ფრაზის დასასრული.
მთავრობაო… მთავრობა ანგელოზია ფრთიანი, თქვენისთანა არამზადა კონფორმისტების შემყურე.”