ღონისძიების პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად, სასახლის ეზოსთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მხარდამჭერები აქციას მართავენ.
“დღეს შედგა საკმაოდ კარგი პოლიტიკური აქტი, როდესაც 3 პრეზიდენტის გზავნილი ეგზავნება ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც რეალურად პირველად აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა და რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება ამ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და ჯანმრთელი”, – აცხადებს ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია ფორმულასთან საუბრისას.
ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრებმაც – ნაწილი ადგილზე უკვე მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ