ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში TKT.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად დაბრუნება დაევალა – GCCA

ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში tkt.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად უკან დაბრუნება დაევალა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შპს „თინეთის“ (www.tkt.ge ) და შპს „ელ.ბილეთების“ (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება – ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.