“ღმერთმა არ ქნას რაიმე გამწვავდეს, პირველ რიგში, ფინეთი დაზარალდება” | მორიგი მუქარა რუსეთისგან

რუსეთსა და NATO-ს შორის სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ფინეთი იქნება პირველი, რომელიც დაზარალდება – კრემლის მუქარას ამჯერად მიხაილ ულიანოვი, ვენაში ს მუდმივი წარმომადგენელი აჟღერებს:
“რუსეთსა და NATO-ს შორის სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ფინეთი, რომელიც შეუერთდა სამხედრო ბლოკს ში ომის დაწყების შემდეგ, იქნება პირველი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებიდან, რომელიც დაზარალდება. ისინი ცხოვრობდნენ მშვიდად, მშვიდობიანად და მოულოდნელად აღმოჩნდნენ რუსეთსა და NATO-ს შორის, როგორც ალიანსის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ღმერთმა არ ქნას რაიმე გამწვავდეს, პირველ რიგში, ფინეთი დაზარალდება.” – განაცხადა მიხაილ ულიანოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა.
18 დეკემბერს კი ქვეყანამ -სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა – მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, , მეზობელ ქვეყანას დაემუქრა.
ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვდომის საშუალებას მიეცა.