ღმერთი მიხედავს ყველას, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას | მაჭარაშვილი Credit Suisse-სთან ივანიშვილის მარცხზე

უმრავლესობის წევრები ისევ შანტაჟს უწოდებენ ს წაგებულ დავას Credit Suisse-ის წინააღმდეგ. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ივანიშვილს ფინანსურ სექტორში პრობლემები იმიტომ შეექმნა, რომ “ქვეყნის ომში ჩათრევაზე უარი თქვა”.
მისივე თქმით, “ღმერთი აუცილებლად მიხედავს ყველას, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის”.
“მას სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ ქვეყანა არ ჩართულიყო მეორე ფრონტში, შეექმნა პრობლემები საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებში. აუცილებლად კანონზომიერება და ღმერთი მიხედავს ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. მომხდართან დაკავშირებით ივანიშვილს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, წაგებულ დავასთან დაკავშირებით ოლიგარქი საკუთარ პოზიციას უახლოეს ხანებში დააფიქსირებს.