ღია დაპირისპირება ოლიგარქ ივანიშვილთან | ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება

პრეზიდენტმა საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და ამით საბოლოოდ გაწყვიტა მასთან პოლიტიკური კავშირი. “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირებული პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციაში დამოკიდებულება ივანიშვილისადმი იყო ერთადერთი, რაც მას ჯერ კიდევ აკავშირებდა პოლიტიკურ კლანთან.
მაგრამ ახლა ზურაბიშვილი აშკარად საწინააღმდეგო პოლუსზე დგება და ამბობს იმასაც, რომ ოლიგარქის და მისი პარტიის პოლიტიკური ვექტორი სწორედ სკენ არის გადახრილი. რას ნიშნავს ეს განაცხადი – არის თუ არა ეს რეალური დაპირისპირება ივანიშვილთან და იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას პრეზიდენტი, რომელიც პოსტზე ოლიგარქმა მოიყვანა?