“ღვინო ჩამოასხმევინეს და ეტიკეტს თანამშრომლების გვარები ეწერა, იცით რა დაემართათ?” – გოჩა მირცხულავა

საზმაუში წელს დაარიგეს საჩუქრები? სახელობითი? არა ჯერ? ისევ იაღლიშის ეშინიათ? რამდენიმე წლის წინ ღვინო ჩამოასხმევინეს და ბოთლების ეტიკეტს თანამშრომლების გვარები ეწერა. იცით რა დაემართათ? შეზიდეს რედაქციებში, 20-30 ბოთლით მეტი აღმოჩნდა ყველგან. ჰო, სახელით და გვარებით და – ყუთებს ეწერა ესა და ეს რედაქცია და იდო ბოთლები. თანამშრომლები გაკვირვებულები იყვნენ – “ეს ვინ არის?” მერე რაც იბოდიალა მენეჯმენტმა ამას მნიშვნელობა არ აქვს: რომ რედაქციები შეეშალათ, რომ ქარხანას შეეშალა, რომ სხვისი შეკვეთები შეერიათ და ათასი სისულელე. რეალობა ის იყო, რომ სიები გადააგზავნეს ქარხანაში “კადრებიდან”, რედაქცია, განყოფილებების მიხედვით. ბოლოს კი შერჩათ 200 ბოთლზე მეტი, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ის 200 გივი მუდმივად შვებულებაშია და “ალბათ ასე, თვის ბოლოს ჩამოვა”. მარკშეიდერი რომ უსათუოდ გჭირდებათ. ეგ არ იცით ხომ? იცით და შტატი არ გაქვთ? თქვენ რამდენი წელია რაც სიცარიელეში ხართ? პოლონეთში რომ საზმაუს “დედა უტირეს” ფული იცით სად წავა? ონკოლოგიური ავადმყოფობის მკურნალობაზე. ბატონი ვასილის, ქალბატონების თინასა და იას რამდენიმე ათასიანი ხელფასი, ერთი წლის განმავლობაში, 2-3 ონკოლოგიური დაავადების მქონე პირის მკურნალობისთვის არის საკმარისი. ჰო, და იმ 200 გივის (ახლა ან მეტის ან ნაკლების), 200 იროდიონის, 100 თინას ჯამაგირიც შეკრიბეთ და რამდენი გადარჩენილი სიცოცხლეა. ჰო და – რა საჭიროა ეს “საზმაუ ანუ ტიანშანი?” ამ სახით?