ღვინის, ძვირფასი ლითონების და მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 73.148 მლნ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა.
ამავე ცნობით, 2023 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატების ღირებულება 23.892 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა. ზრდამ 206.2 პროცენტი შეადგინა, რაც უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის ყველაზე კარგი შედეგია.
გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტიც. ექსპორტის მოცულობამ 140.225 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 35.8 პროცენტით აჭარბებს.
ზრდა ასევე შეინიშნება მინერალური და მტკნარი წყლების შემთხვევაშიც. ექსპორტის მოცულობა 51,1 მილიონიდან, 65.1 მილიონამდე დოლარამდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ