„საქსტატის“ 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობით საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხუთეული შემდეგია (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
· შპს ასკანელი ძმები – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 1998 წელი, ხოლო 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, 55%-ს კი გოჩა ჩხაიძე.
· სს ბადაგონი – კომპანია რეგისტრირებულია 2003 წელს, გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძეა.
· შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2004 წელი. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.
· შპს მოსავლის მართვის კომპანია – რეგისტრაციის თარიღია 2020 წელი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო.
· შპს Bolero & Company – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2012 წელი და მისი 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.




