ღვინის ეროვნული სააგენტო – ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

ევროპის ქვეყნებსა და -ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.
„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ – 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია – 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა – 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი – 47% (239,2 ათასი ლიტრი), და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%)”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია