“ღარიბაშვილმა განძი შეუგროვა სამშობლოს; ლილუაშვილმა ნათესავებიც კი გაწირა” – სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ბრალს კორუფციაში თავად ქართული ოცნება სდებს, სატირული წერილით ეხმაურება:

ირაკლი ქარსელაძე ციხეში მიდის ამ ქვეყნის გამო;
თორნიკე რიჟვაძემ ტყვიას შეუშვირა მკერდი საქართველოსთვის;
ირაკლი ღარიბაშვილმა განძი შეუგროვა სამშობლოს;
გრიგოლ ლილუაშვილმა ნათესავებიც კი გაწირა სახელმწიფო ინტერესებისთვის.
ამიტომ ებრძვიან და ამიტომ ვერ მოერევიან !
უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება, მაგრამ მე, ერთი ადამიანი, მაინც უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ თავდადებულთა ეპოქას მოვასწარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი