ღარიბაშვილი EU კანდიდატის სტატუსის კონცერტით აღნიშვნას აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღეს მთავრობის ორგანიზებით კონცერტი გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება გამარჯვების ზეიმი და კონცერტი, რომელიც 14 ან 15 დეკემბერს გაიმართება იმის მიხედვით, თუ როდის იმსჯელებს ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე:
„იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით როდის იქნება გადაწყვეტილება, ამ თარიღს დავაზუსტებთ გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, და ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი,“ — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, სთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.