ღარიბაშვილი: უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან – მომხრე ვარ, გაუგებრობა განიმუხტოს

მე, რა თქმა უნდა, არ შევალ შინაარსში არც ამ კანონის და არც ამ დეტალებზე არ მინდა საუბარი. მე ერთი რამ მინდა ვთქვა – რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება, საუბარი და რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენს შორის.
დღეს რთული სიტუაცია და ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიცაა იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა ხედავთ – ში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი, სხვათა შორის, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი ამძიმებს ამ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ მე ამ კანონის მიმართ… საერთოდ, ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა. ერთ რამეს გეტყვით – მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები ს თუ ამერიკის, თუ აფრიკის თუ აზიის, მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი.