„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად მესამე ვადით კახა კალაძე წარადგინა- ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოუწიათ კალაძის კვალვ ამ თანამდებობაზე წარდგენა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “კალაძემ თავი ტოტალური კორუფციით, ურბანული გენოციდით და გულგრილობით გამოწვეული ტრაგედიებით დაგვამახსოვრა“.
“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი კალაძის თანამდებობაზე დარჩენას მხოლოდ ერთადერთ მიზეზს უკავშირებს- “ივანიშვილისთვის მისატან 800 მილიონს“
ცინიზმის მწევრვალია, ღარიბაშვილი რომ კორუმპირებულია ვიცით, ლილუაშვილი, გომელაური, რიჟვაძეც და ყველა რომ შეკრიბოთ, ამათზე მეტად კორუმპირებულია კალაძე, რომელზეც გვითხრეს, რომ სუპერ გმირია, ერთადერთი მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილი თირკმელს გააყიდინებს და იმ 800 მილიონს მიატანინებს, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.