“ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს – კლანის წევრებს” – უზენაესის ყოფილი მოსამართლე ვეტინგზე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ამბობს, რომ მმართველი პარტია “არ დაუშვებს პატრიოტი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას”.
ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი “თავისნაირებს – კლანის წევრებს” იცავს.
“ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ ბატონო ირაკლი?”, – წერს ალავიძე Facebook-ზე.
30 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მ განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება “კატეგორიულად” მიუღებელია. მან თქვა, რომ ყოველგვარ მონიტორინგზე უარს ამბობს და მისი შემოწმების უფლება არავის აქვს.
***
11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის – ე.წ. “ვეტინგის” სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.