ღარიბაშვილი: ვინ დაიჯერებს, რომ გვარამია, მელია ახალ პარტიას ქმნიან? ხალხს ვერ მოატყუებენ

დღეს, საუბარია იმაზე, რომ თითქოს, რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომ ქმნის ახალ პარტიას, მაგალითად? ან ? ან გირჩი? ან არ ვიცი, ლელო-ხაზარაძე. ეს ერთი ორგანიზმია, მეგობრებო, თავისი დანამატებით და თავისი წანაზარდებით, რომ იტყვიან.
ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები, ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების და დავალებების შესრულება.
პირდაპირ, ორი წლის წინ ეს ადამიანები მოუწოდებდნენ და მზად იყვნენ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოთ, ეს მათგან მომდინარე პირდაპირ გააზრებული ქმედებები იყო, რომ ქვეყანაში გადმოეტანათ მეორე ფრონტი. ეს იყო კოორდინირებული მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომ იტყვიან, რა თქმა უნდა, რომლის უკან იდგა ასევე ეს დესტრუქციული ძალა [თბილისი პრაიდი]. ამიტომ, ვიმეორებ, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, სუფთად უნდა ჩავატაროთ , რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს ჩვენს მტრულ ძალებს.