„ღარიბაშვილი ერთგულად რომ ემსახურებოდა ივანიშვილს, მაგ დროს ირაკლი კობახიძე ახალ კონსტიტუციას უწერდა სააკაშვილს, რომ მუდმივად ყოფილიყო ხელისუფლებაში“ – დავით ჭიჭინაძე

„ღარიბაშვილი ერთგულად რომ ემსახურებოდა ივანიშვილს, მაგ დროს ახალ კონსტიტუციას უწერდა სააკაშვილს, რომ მუდმივად ყოფილიყო ხელისუფლებაში“ – დავით ჭიჭინაძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტზე , დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძით შეცვალა. ეს იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილი თავს იწონებდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ააყვავა, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა, სიღარიბე შემცირდა და დემოკრატიით ევროპის წამყვან ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ. ამ ფონზე, ეს წარმატებული პრემიერი, ქვეყნის ამყვავებელი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გადაიყვანა და პრემიერად მოიყვანა კაცი, რომელმაც ეკონომიკა არ იცის. არადა, ქვეყანაში მთავარი გამოწვევები ეკონომიკური და სოციალური საკითხებია. რა ქნა ამ ცვლილებით ივანიშვილმა? რა ჩანაფიქრი აქვს?
კარგად არ იცნობს პარტიას, ამდენი ხანი ჩრდილიდან მართავდა ყველაფერს. პარტიის წევრებისთვის გაცილებით მისაღები და კომფორტულია ღარიბაშვილთან ურთიერთობა, ვიდრე სთან. პრინციპში, ივანიშვილმა კობახიძე საარჩევნო პროცესს ჩამოაშორა. გარკვეულწილად, ჩვენ კი ვხედავთ პრემიერ–მინისტრებს რა ადვილად ცვლის ივანიშვილი. მით უფრო, რომ ახლა პირდაპირ, ოფიციალურად დაიკანონა პრემიერ–მინისტრის წარდგენის უფლება და კულუარებიდან აღარ მოუწევს არაფორმალურად ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, საარჩევნოდ ღარიბაშვილი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა პარტიისთვის. 2024 წელია, ეკონომიკური და სოციალური წარმატებები ბიძინა ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლებად საინტერესოა, გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, ამომრჩეველთან კონტაქტი, რომლის დეფიციტიც ირაკლი კობახიძეს ყოველთვის ჰქონდა, უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. გაცილებით კომუნიკაბელური და პარტიის ლიდერებისთვის, წევრებისთვის, მომხრეებისთვის სასურველი ადამიანი ჩაუყენა პარტიას სათავეში. თუ საარჩევნოდ გაკეთდა ეს და მე ასე ვფიქრობ, ლოგიკური გადაწვეტილებაა და ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პარტიასთან ივანიშვილს გაუჭირდებოდა მუშაობა და კობახიძით აღარ უნდოდა ამის გაკეთება. 2012 წლის ს წინ, ყველაზე ძნელ პერიოდში, როდესაც მეც „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიაში მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა და მახსოვს, ძალზე ეფექტურად მუშაობდა, განსაკუთრებით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით, ერთგულად ემსახურებოდა ივანიშვილს. მაგ დროს ირაკლი კობახიძე ახალ კონსტიტუციას უწერდა მიხეილ სააკაშვილს, რომ ის მუდმივად ყოფილიყო ხელისუფლებაში. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების მოსაგებად გამოწვეული ცვლილება. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ გამუდმებით ვრცელდებოდა ხმები, რომ კობახიძემ „ქართული ოცნება“ გაავსო მისი მომხრეებით და ბიძინა ივანიშვილს პარტიას პარავს. არ ვიცი, რამდენად მოახერხებდა კობახიძე პარტია მოეპარა ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდა. ისე, ისიც ვთვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მესამედ შემობრუნების ერთ–ერთი მიზეზი ის იყო, რომ პარტიას კარგავდა, პარტია ხელიდან ეცლებოდა და ეს თავადვე განაცხდა, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის ერთგულია და საკუთარი ისეთი მომხრეებით არ დააკომპლექტებს პარტიას, რომლებიც ივანიშვილის ერთგულნიც არ იქნებიან. მისთვის პარტიის მოპარვის საფრთხეც გაანეიტრალა ივანიშვილმა.
– ეს პრემიერის ბოლო ცვლილება იქნება არჩევნების წინ თუ შესაძლოა, მანამდე კობახიძე მოხსნას ივანიშვილმა და ახალი პრემიერი დანიშნოს? ვითომ, გარისკავს და ურეიტინგო კობახიძით გავა არჩევნებზე?
–გამორიცხული არაფერია. თუ გარკვეულწილად ხელისუფლების გაყოფას და მომავალ კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას აპირებენ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არასდროს მალავდა, მე ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია. კოალიციურ მთავრობაში პრემიერ–მინისტრი კობახიძე ნამდვილად ვერ იქნება. აი, მაშინ კი შეიძლება მისი ჩანაცვლება ახალი პრემიერ–მინისტრით. მთავარი ახლა ის არის, რომ ყველას ადარდებს პარტიები და არჩევნები და ბიძინა ივანიშვილისთვისაც ეს არის მთავარი. ახლა ივანიშვილს დამჯერი და ერთგული გუნდი სჭირდება. კობახიძე კია მისი ერთგული, მაგრამ არ სტოვებს სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას. კობახიძეს „ქართული ოცნება“ საკუთარ პარტიად მიაჩნდა, რომლის ჩამოყლიბებასა და შექმნაში არანაირი წვილი არ მიუძღვის. 2014 წელს გამოჩნდა პირველად პარტიაში და ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ. 2012 წელს, კრიტიკულ მომენტში,როცა ომი გვქონდა „ნაცმოძრაობასთან“, როცა საკუთარი სიცოცხლითა და თავისუფლებით ვრისკავდით, ახლოს არ გაკარებია „ქართულ ოცნებას“, „ნაცმოძრაობის“ ბანაკში იყო. არჩევნების მერე უკვე გამარჯვებულ პარტიას მიეტმასნა, როგორც ბევრი სხვა მედროვე. ამიტომ ვიძახი, პარტიაში კობახიძეს ავტორიტეტი არ აქვს და ეს იცის ივანიშვილმა.
– ვის შესცვლის ირაკლი კობახიძე გაპრემიერების შემთხვევაში, მინისტრებიდან?
– შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, სუს–ის უფროსს ვერ შეეხება, ყველა ბიძინა ივანიშვილის კადრია. ერთადერთი თავდაცვის მინისტრის შეცვლაზეა ლაპარაკი და ისიც ივანიშვილის გადაწყვეტილება იქნება და არა კობახიძისა. ღარიბაშვილს მეტი თავისუფლება ჰქონდა ამ მხრივ, ვიდრე კობახიძეს ექნება, რადგან ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და კობახიძეს თავის ნებაზე არ მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თუ რომელიმე მინისტრი ან სხვა საკვანძო პოსტზე ვინმე შეიცვლება, ეს იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით.
–გამოდის, ღარიბაშვილზე უუფლებო პრემიერი იქნება ირაკლი კობახიძე?
–კი, ასე იქნება, ღარიბაშვილს მეტი თავისუფლება ჰქონდა. კი, შეიძლება რამდენიმე მინისტრი შეცვალოს კობახიძემ ივანიშვილთან შეთანხმებით, მაგრამ ძალოვანებს ხელს ვერ ახლებს და დანარჩენები ამინდს ვერ ქმნიას ვერც ხელისუფლებაში და ვერც ქვეყანაში. განათლებისა და თავდაცვის მინისტრები თუ შეცვალა, მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება, ისე, როგორც ივანიშვილს სურს. მერე, კიდევ ერთი მომენტია. ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა უცხოეთში წარმატებული ვიზიტები, მოუხედავად იმისა, რომ იყო წარუმატებლობებიც. ევროკანდიდატის სტატუსის მიღებაშიც სერიოზული წვლილი მიუღძვის. ახლა კობახიძეს მოუწევს უცხოეთში სიარული, ვნახოთ, როგორ მიიღებს მას საერთაშორისო პოლიტიკა, რომელმაც ღარიბაშვილი კარგად მიიღო. კობახიძეს მოუწევს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცედურების დაწყება, ზოგადად, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩასაფრებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ კობახიძე ამ და კიდევ ბევრს საქმეს თავს ვერ გაართმევს, რომლებიც ღარიბაშვილისგან გადმოიბარა.
–ახლა იმ ხალხს რას ეტყვის ბიძინა ივანიშვილი, იმ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს, სხვა დაჯგუფებებს, „ქართულ ოცნებასთან“ რომ არიან მიბმულები, ზოგი მათგან მართლა კონსერვატორია, ზოგი კონსერვატორობს. ისინი ირაკლი ღარიბაშვილს უჭერდნენ მხარს, კობახიძეს და მის გუნდს ლიბერალებად და ივანიშვილი–ღარიბაშვილის მტრად მიიჩნევდნენ? დაკარგავს ამ ხალხის მხარდაჭერას ივანიშვილი?
–ეგ უკვე მაგ პარტიებისა თუ სახალხო მოძრაობების პრობლემაა, რამდენად სჭირდება ისინი და რამდენად ექნება მათი დახმარების რესურსი „ქართულ ოცნებას“, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. არ მგონია, ეს მნიშნელოვანი საკითხი იყოს.კი, ეს ხალხი სარჩევნო რესურსია, მაგრამ ვფიქრობ, მათ რაღაცას შესთავაზებენ, ბოლომდე არ მოიმდურებენ და მათ ხმებს არ დაკარგავენ. ალბათ, ისევ ღარიბაშვილს ექნება მათთან კომუნიკაცია.
–არჩევნებისთვის ეს ცვლილება რას მიუტანს „ქართულ ოცნებას“ და რას დააკლებს? სარგებელი მეტი ექნებათ თუ დანაკარგი?
–„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გაცილებით ბევრი გამოწვევა გააჩნიათ და არ მგონია, ასე მარტივად გადაწყდეს ქვეყანაში მომავალი ხელისუფლების ბედი.მით უმეტეს, მეორედ როცა დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში, მაშინ პირდაპირ თქვა, რომ კოალიციური მთავრობისთვის უნდა მოემზადოს „ქართული ოცნებაო“. გამოდის, ეს ადამიანი გეგმას მიჰყვება. ისეთი ადამიანები სჭირდება პარტიაში,რომელთაც შეუძლიათ პარტიაში მუხტი შექმნან, დღეს ეს მუხტი არ არის „ქართულ ოცნებაში“. დიდწილად სწორედ ურეიტინგო პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალია. ივანიშვილი და ღარიბაშვილი ერთად ამ მუხტს შექმნიან. 2020 წელს გახარია იყო პრემიერი და ის დადიოდა კარდაკარ, 2021 წელს პრემიერი ღარიბაშვილი დადიოდა კარდაკარ. აქედან გამომდინარე, კობახიძეს არ ჩაუტარებია არც ერთი არჩევნები, როგორც საჯარო ფიგურას, ყოველთვის გადამალული იყო. ახლა პრემიერ–მინისტრს დაავალებენ თავისი რუტინული სამუშაო აკეთოს და არჩევნებიდან ჩახსნილი იყოს, არჩევნებს პარტიაში პოპულარული და რეიტინგული ადამიანები ჩაატარებენ. ვინც იგებს, მერე იმისია ძალაუფლება და ხალხის მხარდაჭერა. კობახიძეს არ უნდა ეთქვა, მე მოვიგე არჩევნებიო. ეგ არის ცნობილი გამყალბებელი, სტრატეგია ამ საქმეში. ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. მაშინ საიდან მოიტანა არ ვიცი, 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისას, ხმების 52%-ს აიღებს ო დ 37% აიღო, 15%–იანი ცდომილება დაიდო. ბოლოს სოციოლოგ ზურაბ ბიგვავაზე გადატეხეს ჯოხი, მისი კვლევის შედეგები იყოო. ახლა, კობახიძე ამ ყველაფერს, საარჩევნო პროცესს მთლიანად ჩამოსცილდება და მასზე ბევრად პატიოსანი ხალხი ჩაატარებს არჩევნებს. რაც შეეხება კითხვას, ვფიქრობ, ეს სრულად არჩევნებზე გამოჩნდება. ერთი კი უდავოა–ნეგატიური პიროვნების, ირაკლი კობახიძის საარჩენო პროცესიდან ამოგდება, „ქართულ ოცნებაზე“ დადებითად იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – რაც ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, იყო მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობის“, ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია

გია ვოლსკი ცესკო-ში მომხდარზე – ეს არის ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება ჰქვია – რევოლუციური სცენარის ნაწილია