ღარიბაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლაზე: შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა

ვნახეთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ამას რა ჰქვია, თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. შეურაცხყოფაა, აბა რა არის […] როცა გამოდიან და ოპოზიციის ტრიბუნიდან რაღაც ჭკუას გვასწავლიან, ეს მიუღებელია. გვერდში დგომა კი არა, ეს უხეში ჩარევა და საერთოდ ყველაფრის დარღვევაა.
ჩვენც კარგად ვიცით, მათ ქვეყნებში რა ხდება, მაგრამ შიდა საქმეებში არ ვერევით. თავს ამდენის უფლებას რატომ აძლევენ?
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. 15 მაისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ს, ისლანდიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ და მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართეს.