ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებაა.
როგორც ბაჩიაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან.
“ირაკლი ღარიბაშვილიც და თეა წულუკიანიც პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან. პარტიაში დაპირისპირებაა. ღარიბაშვილი სერიოზულად არის დაპირისპირებული კობახიძესთან და პარტიის სხვა წევრებთანაც. რა თქმა უნდა, ეს გარეთ არ გამოდის, თუმცა რამდენადაც ვიცი, მას არანაირი ასოცირება აღარ უნდა იმ პროცესებთან, რაც მიმდინარეობს, თეაც ზუსტად იგივე აზრზეა, ჩემი ინფორმაციით… პარტიაში ძალიან ბევრს აქვს ჭმუნვა [შექმნილ ვითარებაზე]. კარგადაც ჩანს, რომ არც გამოდიან და, არც კომენტარს აკეთებენ, როცა ყველაფერი კარგად არის, ვიცით როგორ ჩამწკრივებულები, დალაგებულ ტექსტებს ლაპარაკობენ”, – თქვა ბაჩიაშვილმა.