ღარიბაშვილი, დავოსში, EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი , დავოსში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს”, – წერს ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.