ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას.
“უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ . დრო ყველაფერს აჩვენებს…. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…”, – წერს ის Facebook-ზე.
