ღარიბაშვილის შემდეგ, ივანიშვილთან კონსულტაცია კობახიძემაც აღიარა: კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება

პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს – ს რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებმა გუნდს რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება მისცა.

„როგორც ითქვა, კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება. პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო“, – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60 პროცენტამდეა ასული პარტიის რეიტინგი.

„დღეს გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, 60 პროცენტამდეა ასული ჩვენი რეიტინგი, მას შემდეგ, რაც მივიღეთ სტატუსი, ჩვენი ამოცანაა შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება ამ შედეგის, რაც დღეს გვაქვს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც