ღარიბაშვილის კოჰორტა განსაკუთრებულად არ მოსწონს კობახიძეს – კლანური დაპირისპირებაა – დეკანოიძე

“დღის ამბებთან” დეპუტატი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, აზარაშვილის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდეს.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბური გამოვლინება. იმიტომ, რომ ქართულ ოცნებასთან კორუფციასთან ბრძოლაც ორმაგი სტანდარტების და შინაგანი დინებების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ კორუფციული სკანდალი, მათ შორის თქვენ მიერ გაშუქებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადახარჯვა თანხების, ბოროტად უფლებამოსილების გამოყენება, არაერთხელ ვნახეთ, როგორ მდიდრდებიან ადამიანები ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ ამაზე არ ჰქონია ხელისუფლებას რეაქცია. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, ეს კონკრეტული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, კონკრეტული კლანური დაპირისპირებაა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ორი ინტერესთა ჯგუფის შეჯახება.
ახლა ქართულ ოცნებაში არის აშკარად განხეთქილება და ეს ნიშნავს იმას, რომ წინა პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გარშემო კოჰორტა განსაკუთრებულად არ მოსწონს ირაკლი კობახიძეს და ეს მუდმივი დაპირისპირებაა კლანებს შორის, თორემ არავის ეპარება ეჭვი, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ არის გამოხატულება ქართული ოცნების,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას