“ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ… მას დაჭერის არ ეშინია” – ნოშრევან ნამორაძე

“ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ… მას დაჭერის არ ეშინია” – ამის შესახებ ს ახლო მეგობარმა, ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ განაცხადა. ის ცოტა ხნის წინ კალაძის პრეზენტაციაზე გამოჩნდა.
მისი თქმით, მან არ იცის სად არის , თუმცა დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია და ამის საშიშროება არ არსებობს.
“მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობთ ირაკლისთან ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის ადამიანი და ის კაცი, რომელიც უარყოფს გარკვეული რაღაცა თანამდებობის გამო ესე პიროვნულ ურთიერთობებს და ყოველთვის ვიქნები ერთგული და მეგობარი მისი.
არ ვიცი [სად არის], კარგად არის დარწმუნებული ვარ და კარგადაც იქნება.
არა, არ ეშინია [დაჭერის] დარწმუნებული ვარ და არც არის საშიშროება მაგის,” – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან