„ღამის მგლები“ საქართველოში? – ფარცხალაძე და ფიფია პუტინის ბაიკერებს შეხვდნენ

საქართველოში რუსი ბაიკერების ფილიალის შექმნაა დაგეგმილი. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ს გარემოცვის წევრი ოთარ ფარცხალაძე – რომანოვი და ახალი “ტრაქტატის” დადების ინიციტორი მამუკა ფიფია ს ბაიკერების ჯგუფს “ღამის მგლებს” ხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ “ღამის მგლები” ის ბაიკერთა ჯგუფია, რომელიც არაერთ წყაროში პუტინის დაჯგუფებად არის მოხსენიებული. ევროკავშირის მიერ სანქცირებული “ღამის მგლები” სწორედ პუტინის მთავრობიდან ფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ასევე გაიმართა შეხვედრა-თათბირი სახელწოდებით „გიორგიევსკის ტრაქტატი: წინაპართა ისტორიული არჩევანი“. პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მდივანი მამუკა ფიფია რუსეთ-საქათველოს შორის ურთიერთობების აღდგენის და ამასთან დაკავშირებით ახალი “გეორგიევსკი ტრაქტატის” დადების ინიციატივით გამოვიდა. (ტვპირველი)