10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა წუხელ, რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ცენტრის დაბომბეს. ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის თანახმად, 87 და 81 წლის ცოლ-ქმარი დაიღუპა რაკეტის მიერ განადგურებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.
ინსტაგრამში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, პროკუდინმა დღევანდელ თარიღს “თავისუფალი ხერსონის შავი დღე” უწოდა.
სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით მთლიანობაში ხერსონის მიმართულებით მოწინააღმდეგის უპილოტო თვითმფრინავებმა, „შაჰედებმა“ 71 ჭურვი ისროლეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო 15 დრონის ჩამოგდება. ხერსონზე შეტევა, უკრაინის სარდლობის ცნობით, კრასნოდარის ოლქში მდებარე პრიმორსკე-ახტარსკიდან განხორციელდა.
· რუსეთის არმია ინტენსიურად უშენს ცეცხლს ქალაქ ხერსონს მას შემდეგ, რაც გასული წლის 11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონსა და მის შემოგარენზე.
· გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში 14 ნოემბერს ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საით წავიდოდა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ასე უპასუხა, რომ “არა მოსკოვზე… ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებსო”.
· განვლილმა წელიწადმა აჩვენა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე რუსი ოკუპანტების განდევნა ხერსონის ოლქიდან, რუსეთთან ომში უკრაინის არმიის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე არსებით წარმატებად რჩება.
დაწერეთ კომენტარი