ღამით სამგორში ხანძარი იყო

ღამით თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი გვერდიგვერდ მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მათი ჯგუფები, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.