ღამით რუსთაველზე აქციის 2 მონაწილე დააკავეს

გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
დაკავებულები არიან ლადო ბეროზაშვილი და ზურა მენთეშაშვილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, მოქალაქეები ტროტუარზე იდგნენ, რა დროსაც მათთან პოლიციელები მივიდნენ და ძალადობრივი მეთოდით დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აქცია სრულდებოდა და გზის სავალი ნაწილი უნდა გახსნილიყო.
მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.